თემა:'' განძეულის დაბრუნება''
(ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებული საღამოს გამართვა)
პროექტის მიზანი:მოსწავლემ დაინახოს და შეაფასოს დიდი მეცნიერის ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი და დამსახურება।
ამოცანა:1–ყველანაირი ინფორმაციის მოძიება დიდ მეცნიერსა და მკვლევარზე .। მოძიებული მასალის გამოყენება მისადმი მიძღვნილ საღამოზე।.
ამოცანა:2–პროექტის განხორციელებისათვის, დაევალოს პირველ ჯგუფს:აღწეროს ემიგრაციაში მყოფი ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება.
- დაევალოს მეორე ჯგუფს,მოიძიოს ინფორმაცია ,როგორ უვლიდა საქართველოდან გატანილ სიმდიდრეს , დიდი მეცნიერი.
- დაევალოს მესამე ჯგუფს,მოიძიოს ინორმაცია შეძლო თუ არა თავისი დავალების პირნათლად შესრულება.
- დაევალოს მეოთხე ჯგუფს,მოიძიოს ინფორმაცია თუ რას წერდა ქართული პრესა დიდ მეცნიერზე(შეესაბამება თუ არა სინამდვილეს რომ მენშევიკებმა აიძულეს ექვთიმე თაყაიშვილი ,განძეულის ყუთები გაეხსნა და ნივთები გაეყიდა)
- დაევალოს მეხუთე ჯგუფს,მოიძიოს ინფორმაცია მისი საქართველოში დაბრუნების.
- დაევალოს მეექვსე ჯგუფს, მოიძიოს ინფორმაცია თუ რას განიცდიდა სამშობლოში დაბრუნებული მეცნიერი,რა ახარებდა და რა უკლავდა გულს.
ამოცანა:3–მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად გეგმავენ ღონისძიების მსვლელობას.
- მოსწავლეები წერენ ღონისძიების სცენარს,აცნობენ თანაკლასელებს(ითვალისწინებენ ერთმანეთის რჩევებს)
პროექტის განხორციელების გრაფიკი
I-ეტაპი– თემის მოფიქრება მიზნისა და შედეგების განსაზღვრა.(5–6 დღე)
II–ეტაპი– ფუნქციების გადანაწილება(4–5დღე)
III–ეტაპი–წარმოდგენის მომზადება(8–9დღე)
IV–ეტაპი–საღამოს გამართვა(1 დღე)